(370) 27 41 30 (+995) 555 240 130
tamarionischool@yahoo.com

სკოლა „თამარიონს“ გორის მერის მრჩეველი ესტუმრა

სკოლა „თამარიონს“ დღეს ქალაქ გორის მერის მრჩეველი სტუმრობდა. შალვა ტლაშაძე მოსწავლეებს პიროვნული განვითარების შესახებ ესაუბრა და მათთან ერთად ის ბარიერები განიხილა, რაც ადამიანებს ხშირად წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ხვდება.

მოსწავლეებს 9 წერტილის სავარჯიშო ჩაუტარდათ, რამაც თითოეული მათგანი იმ ჩარჩოებზე დააფიქრა, რასაც პიროვნება საკუთარ თავს თავადვე უქმნის ხელოვნურად.

შალვა ტლაშაძემ სატრენინგო ნაწილის შემდეგ მოზარდების შეკითხვებსაც უპასუხა. მოსწავლეთა ინტერესი ძირითადად ქალაქში არსებულ და დაგეგმილ პროექტებს ეხებოდა.

მერის მრჩეველმა აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრების მოწყობა სკოლებში მნიშვნელოვანია და მზადაა, საკუთარი გამოცდილება ახალ თაობას ინტენსიურად გაუზიაროს.

დაკავშირებული ჩანაწერები

სასკოლო სასწავლო გეგმა

შემუშავებულიასკოლის დირექტორის მონაწილეობით____________________________________ დამტკიცებულიაშპს „თამარიონი+“-ის პედაგოგიური საბჭოს 2019 წლის 06 სექტემბრის N-1– სხდომაზე____________________________________ შპს „თამარიონი+“-ის სასკოლო სასწავლო გეგმა 2019-2020 სასწავლო წელისასკოლო სასწავლო გეგმის სარჩევი სასკოლო სასწავლო გეგმის ნაწილებია:⦁ სკოლის მისია;

სხვისი დაჩაგვრა სისუსტის გამოვლინებაა

ტერმინი „ბულინგი“ ნიშნავს ჩაგვრას, ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ტერორს, რომელიც ხორციელდება ბავშვის მიმართ თანაკლასელთა ან სხვა ბავშვების ჯგუფის მიერ. ის, ვინც მიმართავს ბულინგს, მიზნად ისახავს მსხვერპლის დაშინებასა და დამორჩილებას. სკოლებში ბავშვები

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ

კიდევ გავიმდიდრეთ ცოდნა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, დავგეგმეთ საინტერესო ღონისძიებები… ანუ, როგორც იტყვიან, „ნატო-აქაურობას!“ მადლობა, Mariam Gigauri-ს!